Live in JazZ : Airto Moreira (Burn Black Sea Jazz Festival 2009) - Live in JazZ

Jump to content

გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Airto Moreira (Burn Black Sea Jazz Festival 2009) ბიოგრაფია დისკოგრაფია.

#1 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 26 June 2009 - 10:43 PM




Airto Moreira (აირტო მორეირა)


ლეგენდარული ბრაზილიელი პერკუსიონისტი, რობელიც 13 წლის ასაკში ჩამოყალიბდა პროფესიონალ მუსიკოსად, 16 წლის უკვე რეგულარულად უკრავდა სან-პაოლოს კლუბებში. მსოფლიობ იგი გაიცნო 60-იანი წლების მიწურულს, როდესაც იგი მომღერალ Flora Purim-თან ერთად New-York-ში გადავიდა და აქტიურ მუშაობას შეუდგა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც იყვნენ: Reggie Workman, JJ Johnson, Cedar Walton და ბასისტი Walter Booker. სწორედ Booker-ის რეკომენდაციით დაიწყო Airto Moreira-ს თანამშრომლობა ჯაზის გრანდებთან: Cannonball Adderley, Lee Morgan, Paul Desmond, Joe Zawinul და კიდევ სხვა მრავალი... Joe Zawinul-მა ძალინ დიდი როლი ითამაშა Airto-ს შემდგომი კარიერის განვითარებაში, მისი რეკომენდაციით Miles Davis-მა ახალგაზრდა პერკუსიონისტი მიიწვია მისი ახალი ექსპერიმენტული სესიის ჩასაწერად. ეს სესია გახლდათ ლეგენდარული “Bitches Brew” (1970 წელი) სადაც Airto-სთან ერთად უკავდნენ ისეთი მუსიკოსები როგორებიცაა: Wayne Shorter, Dave Holland, Jack DeJohnette, Chick Corea, ცოტა მოგვიანებით John McLaughlin და Keith Jarrett. ამ უკვდავი პროექტის შემდეგ Airto Moreira კიდევ 2 წელი თანამშრომლობდა Miles Davis-თან და მონაწილეობა მიიღო შემდეგ მნიშვნელოვან ჩანაწერებში: “Live/Evil”, “Live at the Fillmore”, “On the Corner”, “The Isle of Wight”, “Bitches Brew” და “Fillmore Sessions”.

Miles Davis-ის ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ, Airto Moreira გახდა თანადამაარსებელი ლეგენდარული ჯგუფის Weather Report (სხვა დამაარსებლები იყვნენ: Wayne Shorter, Joe Zawinul, Miroslav Vitous, Alphonse Mouzon...). მალე Airto შეუერთდა Chick Corea-ს ჯგუფს "Return to Forever" შემდეგ მუსიკოსებთან ერთად: Flora Purim, Joe Farrell და Stanley Clarke, მათ ერთად ჩაწერეს ალბომები: “Return to Forever” და “Light as a Feather”.

1974 წელს Airto Moreira-მ Flora Purim-თან ერთად, პირველი საკუთარი ბენდი შექმნა ამერიკაში, სახელწოდებით “Fingers". ამიშ შემდეგ ისინი ხშირად აწყობენ ტურნეებს და წერენ ალბომებს წანყვანი ევროპული და ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიებისთვის. Airto კვლავ რჩება ყვალაზე მოთხოვნად პერკუსიონისტად მსოფლიოში, მას არ ყავს ალტერნატივა ისეთი გენიალური მუსიკოსების პროექტებში როგორებიცაა: Quincy Jones, Herbie Hancock, George Duke და Paul Simon, Carlos Santana, Gil Evans, Gato Barbieri, Michael Brecker და ა.შ. ამავდროულად Airto აქტიურად თანამშრომლობს კინორეჟისორებთან და მონაწილეობას ფილმების მუსიკალურ გაფორმებაში (The Exorcist, Last Tango in Paris, King of the Gypsies, Apocalypse Now და ა.შ.)

აქვე აღსანიშნავია Airto Moreira-ს ზეგავლენა მთლიანად ჟაზ-სამყაროზე... მან გაზარდა პერკუსიის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში და სწორედ მისი წარმატებისა და მიღწევების გამო 1973 წელს, ლეგენდარულბა ჯაზ-ჟურნალმა Downbeat-მა, თავის გამოკითხვებს "პერკუსიის" განყოფილება დაუმატა. 1973 წლის შემდეგ Airto დაახლოებით 20 ჯერ გახდა Downbeat-ის გამოკითხვების გამარჯვებული, საუკეთესო პერკუსიონისტად აღიარებენ გამოცემები: Jazz Times, Modern Drummer, Drum Magazine, Jazzizz Magazine, Jazz Central Station’s Global Jazz Poll, ასევე სხვადასხვა ევროპული, ლათინო-ამერიკული და აზიური გამომცემლობები...

გარკეული პარიოდის განმავლობაში, Airto Moreira დაუბრუნდა ბრაზილიურ ფესვებს, კერძოთ სპირიტიზმის და სხვადასხვა სპეციფიურ ეთნოგრაფიულ მუსიკას... სწორედ მსგავს მოტივებზეა შექმნილი მისი ალბომი "Other Side of This". მსგავსი პროექტების ფარგლებში Airto-მ დაწერა და შეასრულა “Brazilian Spiritual Mass" სპეციალურად გერმანული ტელევიზიისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო WDR Philharmonic Orchestra-მაც.

3 წელი Airto იყო პროფესორი ეთნოგრაფიული მუსიკის დარგში, UCLA-ს უნივერსიტეტში. სადაც მან კიდევ უფრო ღრმად შეისწავლა რითმების და ზოგადად მუსიკის კონცეფცია. რაც შემდეგ გამოიყენა 2003-წლის ალბომში "Life After That”

Airto Moreira ამჟამადაც აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა, ძირითად დროს ხმის ჩამწერ სტუდიებსა და ტურნეებში ატარებს, ამავდროულად ეძებს საინტერესო მასალებს ახალი ალბომებისთვის. მოგზაურობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვერავინ რჩება გულგრილს მისი რითმებისადმი.

ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#2 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 26 June 2009 - 11:04 PM


_____________________________________________________


_____________________________________________________


ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

Share this topic:


გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users