Live in JazZ : Maceo Parker (Burn Black Sea Jazz Festival 2009) - Live in JazZ

Jump to content

გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Maceo Parker (Burn Black Sea Jazz Festival 2009) ბიოგრაფია დისკოგრაფია

#1 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 26 June 2009 - 11:02 PM




Maceo Parker (მასეო პარკერი)

ამერიკელი Funk და Soul-Jazz საქსოფონისტი, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1960-იან წლებში, როგორც James Brown-ის ბენდის მთავარი სოლოისტი. უკრავს ალტო, ტენორ, და ბარიტონ სახსოფონებზე.

Maceo Parker დაიბადა კინსტონში, ჩრდილო კალორინას შტატში, ძალიან მუსიკალურ ოჯახში. მისი მშობლები ეკლესიის მომღერლები იყვნენ, ამას გარდა მამამისი უკრანდა პიაინოსა და დასარტყამებზე. მისი ძმა, მელვინი დრამერი იყო, ხოლო მეორე ძმა, კელისი - ტრომბონისტი.

1964 წელს, მასეო, მელვინთან ერთად, შეუერთდა James Brown-ის ჯგუფს. James Brown-თან მუშაობის შემდეგ მასეომ, მელვინმა და კიდევ რამოდენიმე წევრმა შექმნეს საკუთარი ჯგუფი "Maceo & All the King's Men". ჯგუფი 2 წლის განმავლობაში აწყობდა ტურნეებს.

1973 წელს იგი კვლავ შეუერთდა James Brown-ის "The J.B.'s"-ს. პარალერულად ჩაწერა საკმაოდ წარმატებული სინგლი "Parrty - Part I" (Maceo & the Macks-თან ერთად). 1975 წელს Maceo Parker, Fred Wesley(ლეგენდარული Funk ტრომბონისტი) და ჯგუფის სხვა წევრები გადავიდნენ George Clinton-ის ბენდში "Parliament-Funkadelic."

Maceo Parker-ისა და James Brown-ის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ (ამჯერად უკვე უკანასკნელად) შედგა 1984 წელს და ოთხ წელს გასტანა. 90-იანი წლების მიჯნაზე Maceo Parker-მა უკვე საკმაოდ წარმატებული სოლო კარიერა შეიქმნა. გამოუშვა რამოდენიმე წარმატებული სოლო ალბომი და ძირითად დროს ტურნეებში ატარებდა. იგი წელიწადში, ტურნეების ფარგლებში, საშუალოდ 100-150 კონცერტს მართავდა, და თითოეულის ხანგრძლივობა ორსაათნახევარს აღწევდა.

1993 წელს Maceo Parker-მა მიწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო Hip-Hop ჯგუფ "De La Soul "-ის ალბომის ჩაწერაში (Buhloone Mindstate). 90იანი წლების ბოლოში მან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო Prince-თან, მონაწილეობა მიიღო მისი ჯგუფის "New Power Generation"-ის ტურნეში.
ამავე პერიოდში, 1998 წელს, Maceo Parker მიიწვიეს Dave Matthews Band-ში. მან ჯგუფთან ერთად Live-გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა, ეს კონცერტი შემდგომ დისკადაც გამოიცა (Live in Chicago 12.19.98).
2007 მან კვლავ ითანამშრომლა Prince-თან, და მის ბენდთან ერთად წარდგა აუდიენციის წინაშე ლონდონში,O2 Arena-ზე.

მისი ბოლო ალბომია "Roots & Grooves", რომელიც მან WDR Big Band-თან ერთად ჩაწერა და Ray Charles-ს მიუძღვნა, როგორც მის შთაგონების წყაროს და მუსიკოსს რომელმაც ძალინ დიდი გავლენა ჰქონდა მის მუსიკაზე. ალბომმა კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით პოპულარული კი მშობლიურ ა.შ.შ-ში გახდა.


Maceo Parker-ის ამჟამინდელი ბენდის შემადგენლობაა:
Rodney Skeet Curtis(Bass) "Parliament-Funkadelic"-იდან
Bruno Speight (guitar) და Jamal Thomas (drums) ჯგუფიდან "SOS"
Ron Tooley (trumpet) უკრავდა შემდეგ მისიკოსებთან: James Brown, Maynard Ferguson, და Lincoln Center Jazz Orchestra
Dennis Rollins (trombone) ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-მუსიკოსი თანამედროვე ბრიტანულ სცენაზე.

ზემოაღნიშნულ ჯგუფს ხშირად უწოდებენ: "The greatest little funk orchestra on earth" ან "Million dollar support band".
შემსრულებლის ოფიციალური ვებ გვერდი

ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#2 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 26 June 2009 - 11:36 PM


_________________________________________________


_________________________________________________


ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

Share this topic:


გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users