Live in JazZ : Naturally 7 (Burn Black Sea Jazz Festival 2009) - Live in JazZ

Jump to content

გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Naturally 7 (Burn Black Sea Jazz Festival 2009) ბიოგრაფია დისკოგრაფია

#1 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 26 June 2009 - 11:10 PM




Naturally 7 (ნატურალ სევენი)


ჯგუფის შემადგენლობა:

Roger Thomas (musical director, arranger, 1st Baritone, Rap),
Warren Thomas (percussion, guitar, clarinet, 3rd tenor)
Rod Eldridge (1st tenor, scratching, trumpet),
Jamal Reed (4th Tenor, electric guitar),
Dwight Stewart (2nd baritone),
Garfield Buckley(2nd Tenor, Harmonica)
“Hops” Hutton (Bass).

ჯგუფი დაარსდა 1999 წელს New -York-ში. მისი დამაარსებლები იყვნენ ძმები Roger და Warren Thomas-ები.
Warren-ს ბავშვობაში ძალიან უნდოდა დასარტყამებზე დაკვრა, მაგრამ დედამისი ეწინააღმდეგებოდა იმ მიზეზით რომ "დასარტყამები მეტისმეტად ხმაურიანია", ამიტომაც Warren-მა ისწავლა თუ როგორ გამოეცა პირით დასარტყამი ინსტრუმენტების ხმები და როდესაც Roger-მა ჯგუფის შექმნა გადაწყვიდა პირველ რიგში ძმა მიიწვია რიტმ-სექციაში.

მას შემდეგ რაც Roger Thomas-მა რამოდენიმე ტრადიციული ჯგუფი გამოიცვალა, დაინტერესდა A Cappela-თი, რადგანაც A Cappela-ში მას შეეძლო თამამად შეექმნა განსხვავებული ჰარმონიული არანჟირებები.
მოკლე დროში ჯგუფი მიწვეული იყო A Cappela-ების ყველაზე დიდ შეჯიმრებაზე New -York-ში, რომელშიც გაიმარჯვეს და მას შემდეგ კიდევ რამოდენიმე შეჯიბრის ტრიუმფატორები გახდნენ.

ამ წარმატებების შემდეგ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩებოდა თუ როგორ გააგრძელებდა Naturally 7 მოღვაწეობას, დარჩებოდნენ A Cappela- ს სტილში თუ გახდებოდნენ ტრადიციული ბენდი. სწორედ ამ დროს დაებადა Roger Thomas-ს ორიგინალური იდეა, რომ ჯგუფი შეიძლებოდა ერთდროულად ყოფილიყო, A Cappela და ბენდი.

ამ იდეას ჯგუფის სხვა წევრებიც შეუერთდნენ და თავიანთ ხმებში აღმიაჩინეს ის ასპექტები, რის მიხედვითაც გადაწყდა თუ რომელი რომელი "ინსტრუმენტი" იქნებოდა. ასე დაიბადა ის, რასაც ჯგუფის წევრები "Vocal Play"-ს უწოდებენ. რა განსხვავებაა A Cappela-სა და Vocal Play-ს შორის? A Cappela განისაზღვრება როგორც როგორც სიმღერა ინსტრუმენტების გარეშე, ხოლო Vocal Play ნიშნავს იმღერო როგორც ინსტრუმენტმა და საკუთარი ხმა აქციო ინსტრუმენტად.

2008 წელს შედგა მათი დებიუტი ამერიკის ტელევიზიაში, როდესაც ისინი Michael Buble-თან ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე "The Today Show"-ში. ამის შემდეგ ჯგუფის პოპულარობა საოცრად გაიზარდა, მათ გახსნეს Jay Leno -ს შოუ Las Vegas-ში, მონაწილეობა მიიღეს Quincy Jones-ის 75 წლის აღსანიშნავ იუბილეში (რომელიც გაიართა Montreux-ში), და კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ასევე გამართეს კონცერტი Madison Square Gardens-ში.

2009წელი ჯგუფისთვის კიდევ უფრო დიდი წარმატებებით დაიწყო. იანვარში ჯგუფი წარსდგა ლონდონელი აუდიტორიის წინაშე ისეთი შემსრულებლების გვერდით როგორებიც არიან – Coldplay-ს Chris Martin, ლეგენდარული მუისიკოსი და პროდიუსერი Brian Eno და Natalie Imbruglia. ამ გამოსვლის შემდეგ Coldplay-სა და Eno-ს მიწვევით ჯგუფი ახალი ალბომის ჩაწერას შეუდგა (Universal UK -ს სტუდიაში). ამ ალბომმა, სახელწოდებით Wall Of Sound მოწინავე პოზიცია დაიკავა ბრიტანულ ჩარტებში. ლონდონის შემდეგ ჯგუფმა კალიფორნიაში გადაინაცვლა სადაც მონაწილეობა მიიღო, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში (TED: Technology, Entertainment, Design) მათმა გამოსვლამ ფეხზე წამომდგარი აუდიენციის ოვაციები და აპლოდიsმენტები დაიმსახურა.

მთავარი მიზეზი რაც განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ხდის Naturally 7-ის შემოქმედებას ისაა რომ, ყველანაირი ინსტრუმენტალური ბგერა (გიტარა, ფლეიტა, ბასი, დასარტყამები, პერკუსია ა.შ.) რომელიც მათ სიმღერებში ისმის ადამიანის ხმითაა შექმნილი, ანუ რეალურად არაა გამოყენებული არანაირი ინსტრუმენტი, გარდა ჯგუფის წევრების ბუნებრივი ხმებისა.

დისკოგრაფია:

ალბომები:
2000: Non-Fiction
2003: What Is It?
2004: Christmas... It's A Love Story
2006: Ready II Fly
2009: Wall Of Sound

სინგლები:
Music Is the Key
Feel it (In The Air Tonight)

DVD:
Live In Berlin
Live In Montreux 2007 (Eagle Rock)

ჯგუფის ოფიციალური ვებ გვერდი

ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#2 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 26 June 2009 - 11:13 PM



_____________________________________________________



____________________________________________________


____________________________________________________


ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#3 User is offline   kiko peterec 

  • ჯგუფი: Jazz Listener
  • პოსტები: 15
  • რეგისტრაცია: 09-March 10

Posted 09 March 2010 - 03:02 AM

აი ესენი მომკალით და არ მევასებიან რა :|
კონკურს "ნიჭიერის" შესაფერისი სასტავია, არა მგონია ამათ რამე დატოვონ ჯაზის ისტორიაში :|
0

#4 User is offline   S.vani 

  • ჯგუფი: Moderator
  • პოსტები: 260
  • რეგისტრაცია: 03-May 09
  • Gender:Male
  • Location:Zandukeli str.

Posted 14 March 2010 - 09:14 PM

გეთანხმები 3.gif
0

#5 User is offline   Erekle Davis 

  • ჯგუფი: Moderator
  • პოსტები: 171
  • რეგისტრაცია: 03-May 09
  • Gender:Male
  • Location:Tbilisshi, Marcus Milleris gverdit

Posted 15 March 2010 - 12:32 AM

QUOTE (S.vani @ Mar 14 2010, 09:14 PM) <{POST_SNAPBACK}>
გეთანხმები 3.gif

kaი რა, რას ეთანხმები?!!

ჯერ მარტო ხმებში რა მაგრა შლიან! თავი რო დავანებოთ ინსტრუმენტების იმიტაციას...
მაილს დევისი, ჯო ზავინული, ჯაკო პასტორიუსი, პეტ მეთინი, ბილი კობემი და მარკუს მილერი ჩემკენ არიან.
0

#6 User is offline   S.vani 

  • ჯგუფი: Moderator
  • პოსტები: 260
  • რეგისტრაცია: 03-May 09
  • Gender:Male
  • Location:Zandukeli str.

Posted 15 March 2010 - 11:08 PM

კი, სანახაობრივად იკაიფებ, მარა მეტი ვერაფერი.. რათ მინდა გიტარის მიბაძვა, როცა არსებობს უკვე გიტარა.. და ეგ რომ ისეთ სოლოს ვერ დაუკრავს როგორც ჩვეულებრივი გიტარისტი, ეგ ხომ ცხადია..
0

#7 User is offline   batabano 

  • ჯგუფი: Jazzman
  • პოსტები: 94
  • რეგისტრაცია: 16-February 09
  • Gender:Male

Posted 16 March 2010 - 12:03 AM

ააააჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ mechvenaba kitxvis nishnit.gif

ამათ ჯაზთან რამე კავშირი ააქვთ ვოობსჩე ?

ლეონსიო შენ მემგონი აი ძალяნ გაპაპსდი აი biggrin.gif

This post has been edited by batabano: 16 March 2010 - 12:05 AM

Kiss my trombone
0

#8 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 16 March 2010 - 02:28 PM

batabano,

ერთი მე გავპაპსდი და მეორე კვინსი ჯონსი ხო კიდევ biggrin.gif რომელმაც დაბადების დღეზე
მოიწვია ეს ხალხი და იქ დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

კაი ამას თავი დავანებოთ და რაშუაშია გაპაპსავება? მე მიყვარს ჯაზი, თუმცა ამავდროულად
არ ვუარყოფ ჩემთვის საინტერესო და უდაოდ გემოვნებიან მუსიკასsmile.gif რომელსაც ეს ბიჭებიც ასრულებენ .
მე ესენი მოვისმინე ცოცხლად და ვთვლი რომ საკმაოდ ნიჭიერები არიან და საკმაოდ კარგი სიმღერებიც აქვთ!
მერე მეორე, რადგანც თემა გავუხსენი კი არ ნიშნავს რომ ამათი ფანი ვარ, უბრალოდ ჩემთვის საინტერესო იყო
მათი აღმოჩენა და ცოცხალად მოსმენა და ვთვლი რომ ნამდვილად, ნამდვილად ნიჭიერები არიან!
ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#9 User is offline   S.vani 

  • ჯგუფი: Moderator
  • პოსტები: 260
  • რეგისტრაცია: 03-May 09
  • Gender:Male
  • Location:Zandukeli str.

Posted 16 March 2010 - 02:31 PM

QUOTE (Live in JazZ @ Mar 16 2010, 02:28 PM) <{POST_SNAPBACK}>
batabano,

ერთი მე გავპაპსდი და მეორე კვინსი ჯონსი ხო კიდევ biggrin.gif რომელმაც დაბადების დღეზე
მოიწვია ეს ხალხი და იქ დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

კაი ამას თავი დავანებოთ და რაშუაშია გაპაპსავება? მე მიყვარს ჯაზი, თუმცა ამავდროულად
არ ვუარყოფ ჩემთვის საინტერესო და უდაოდ გემოვნებიან მუსიკასsmile.gif რომელსაც ეს ბიჭებიც ასრულებენ .
მე ესენი მოვისმინე ცოცხლად და ვთვლი რომ საკმაოდ ნიჭიერები არიან და საკმაოდ კარგი სიმღერებიც აქვთ!
მერე მეორე, რადგანც თემა გავუხსენი კი არ ნიშნავს რომ ამათი ფანი ვარ, უბრალოდ ჩემთვის საინტერესო იყო
მათი აღმოჩენა და ცოცხალად მოსმენა და ვთვლი რომ ნამდვილად, ნამდვილად ნიჭიერები არიან!

ამ კაცმაც ეგ თქვა biggrin.gif -
QUOTE (kiko peterec @ Mar 9 2010, 03:02 AM) <{POST_SNAPBACK}>
აი ესენი
კონკურს "ნიჭიერის" შესაფერისი სასტავია,

0

#10 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 16 March 2010 - 02:35 PM

S.vani,
მერე მე შევეწინააღმდეგე biggrin.gif
მასეც არის! biggrin.gif თუმცა ამათი მოსმენა და იმის თქმა რომ პაპსავიკი ვარ ცოტა სხვა თემაა biggrin.gif
ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#11 User is offline   batabano 

  • ჯგუფი: Jazzman
  • პოსტები: 94
  • რეგისტრაცია: 16-February 09
  • Gender:Male

Posted 16 March 2010 - 05:47 PM

აფრიკაზ გოთ ტალანტ biggrin.gif

This post has been edited by batabano: 16 March 2010 - 05:51 PM

Kiss my trombone
0

#12 User is offline   kiko peterec 

  • ჯგუფი: Jazz Listener
  • პოსტები: 15
  • რეგისტრაცია: 09-March 10

Posted 21 March 2010 - 11:04 PM

ციტატა(Live in JazZ @ Mar 16 2010, 01:28 PM) <{POST_SNAPBACK}>
batabano,

ნამდვილად ნიჭიერები არიან!

არიან, განა რამე ვთქვი საწინააღმდეგო? 3.gif
0

#13 User is offline   Erekle Davis 

  • ჯგუფი: Moderator
  • პოსტები: 171
  • რეგისტრაცია: 03-May 09
  • Gender:Male
  • Location:Tbilisshi, Marcus Milleris gverdit

Posted 23 March 2010 - 01:33 AM

ქუინსი ჯონსმა რო აღმოაჩინა ეგ არ ნიშნავს იმას რომ პაპსა არაა მათი მუსიკა. ეგრე ჯექსონი ქუინსის გაქაჩულია. ეს სხვა თემაა...


თუმცა მიუხედავად იმისა რო ნეიჩერალ სევენი პაპსაა არ ნიშნავს იმას რო ბანძი მუსიკა აქვთ ან არ ვარგიან... ეგრე ბენსონიც პაპსაა მაგრამ არავიზე ნაკლები არაა.

და ნეიჩერალ 7ის მოსმენა არაფერს არ მოგაკლებს... პირიქით, დაჟე უფრო მეტს დაინახავ და ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ მათ მუსიკაში.
მაილს დევისი, ჯო ზავინული, ჯაკო პასტორიუსი, პეტ მეთინი, ბილი კობემი და მარკუს მილერი ჩემკენ არიან.
0

#14 User is offline   batabano 

  • ჯგუფი: Jazzman
  • პოსტები: 94
  • რეგისტრაცია: 16-February 09
  • Gender:Male

Posted 23 March 2010 - 02:00 AM

ქვინსის გაქაჩული რო მართლა არაფერს არ ნიშნავს . ქვინსი უფრო კარგი პროდუსერია ვიდრე მუსიკოსი

ვერაფერს ვერ მომაკლებს მართალია ეს ჯგუფი მარა ვეაფერსაც ვერ მომცემს biggrin.gif

ჩემთვის არსებობს კარგი მუსიკა და არსებობს ცუდი მუსიკა . ეს არის ცუდი მუსიკა ჩემთვის და ნურავის გეწყინებათ .



----------------------------

და არაფერი სხვა თემა არაა შენი გაპაპსება ლევან biggrin.gif biggrin.gif ჩაკიდეთ ხელი შენ და ქვინსიმ და იარეთ biggrin.gif



Kiss my trombone
0

#15 User is offline   Erekle Davis 

  • ჯგუფი: Moderator
  • პოსტები: 171
  • რეგისტრაცია: 03-May 09
  • Gender:Male
  • Location:Tbilisshi, Marcus Milleris gverdit

Posted 23 March 2010 - 11:44 PM

QUOTE (batabano @ Mar 23 2010, 02:00 AM) <{POST_SNAPBACK}>
ქვინსის გაქაჩული რო მართლა არაფერს არ ნიშნავს . ქვინსი უფრო კარგი პროდუსერია ვიდრე მუსიკოსი

ვერაფერს ვერ მომაკლებს მართალია ეს ჯგუფი მარა ვეაფერსაც ვერ მომცემს biggrin.gif

ჩემთვის არსებობს კარგი მუსიკა და არსებობს ცუდი მუსიკა . ეს არის ცუდი მუსიკა ჩემთვის და ნურავის გეწყინებათ .


არ მეწყინება მაგრამ შეგედავები. ცუდი მუსიკაა ძაან გაუაზრებელი და ზედაპირული ნათქვამია.

რითIა ცუდი მუსიკა ?

მაილს დევისი, ჯო ზავინული, ჯაკო პასტორიუსი, პეტ მეთინი, ბილი კობემი და მარკუს მილერი ჩემკენ არიან.
0

#16 User is offline   batabano 

  • ჯგუფი: Jazzman
  • პოსტები: 94
  • რეგისტრაცია: 16-February 09
  • Gender:Male

Posted 24 March 2010 - 01:02 PM

ზედაპირული და გაუაზრებელი ნათქვამი ? მაააგარი სისულელეა

ვერ გეტყვი რითია ეს ჯგუფი ცუდი ეგ შენ თქვი რითია კარგი, მე არ ვარ ამათი მსმენელი მაგრამ ნამდვილად გააზრებული მაქ ის რომ ეს ჯგუფი ჩემს მუსიკალურ გემოვნებაში არ ჯდება. ანუ ეს ჯგუფი მუსიკალურად არ მაკმაყოფილებს და არანაერ ემოციას არ მაძლევს . გააზრებული მაქვს ის რომ ეს ჯგუფი არ არის რაიმეთი განსხვავებული . რიგითი პროფესიონალი ვოკალისტების ჯგუფია და მეტი არაფერი . კიდევ ვიმეორებ რომ ეს ჩემი პირადი აზრია

მგონი მაინც გეწყინა და გაუაზრებლად შემედავე

This post has been edited by batabano: 24 March 2010 - 02:43 PM

Kiss my trombone
0

Share this topic:


გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users