Live in JazZ : Flora Purim (Burn Black Sea Jazz Festival 2009) - Live in JazZ

Jump to content

გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Flora Purim (Burn Black Sea Jazz Festival 2009) ბიოგრაფია დისკოგრაფია

#1 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 28 June 2009 - 08:23 AM




Flora Purim (ფლორა პურიმ)



* Down Beat Magazine-ის გამოკითხვების ოთხ გზის გამარჯვებული ნომინაციაში "საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი ქალი"
* გრემიზე ორგზის ნომინირებული, როგორც "საუკეთესო ქალი ჯაზ-შემსრულებელი"
* მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გრემის მფლობელ ალბომებში როგორიცაა "PLANET DRUM" Mickey Hart-თან ერთად და "LIVE AT THE ROYAL FESTIVAL HALL" Dizzy Gillespie-სთან ერთად.

მათთვის ვინც კარგადაა გათვითცნობიერებული ლათინო-ამერიკულ მისიკაში, Flora Purim წარდგენას არ საჭიროებს, რადგანაც ამ მომღერლის ხმა უკვე 25 წელია აოცებს აუდიენციას და დღესდღეობით ლათინო-ამერიკული მუსიკის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.

უიშვიათესმა, ექვს-ოქტავიანმა ჟღერადობამ მომღერალს გრემის ორი ნომინაცია და "Downbeat Magazine"-ის ოთხზის ჯილდო მოუტანა. მისი მუსიკალური პარტნიორების ჩამონათვალი მართლაც რომ შთამბეჭდავია და მოიცავს ჯაზის ისეთ კორიფეებს, როგორებიცაა: Gil Evans, Stan Getz, Chick Corea, Dizzy Gillespie, Ron Carter, Duke Pearson, Joe Farrell და Airto Moreira. ამ უკანასკნელთან Flora-ს ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირეს, ისინი ერთად გადმოვიდნენ რიოდან ნიუ-იორკში მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად 1967 წელს და მას შემდეგ დაახლოებით 30 ალბომის ჩაწერაში ითანამშრომლეს.

Flora Purim-ს მუსიკისადმი სიყვარული მშობლებისგან ერგო, მამამისი ვიოლინოზე უკრავდა, დედა კი საკმაოდ ნიჭიერი პიანსტი გახლდათ. ბრაზილისს დატოვებამდე (რისი მიზეზიც იმდროინდელი პოლიციური რეჟიმი და რეპრესიები იყო) მომღერალი თავდაუზოგავად ხვეწდა პიანინოსა და გიტარაზე შესრულების ტექნიკას და ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეალიზება ჰპოვა მანამდე ყველასთვის უცნობ და გაუმჟღავნებელ ვოკალურ შესაძლებლობებს.

ნიუ-იორკში Flora Purim და Airto Moreira მუსიკალური ეხპრესიონიზმისა და კრეატივიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურებად ჩამოყალიბდნენ, ისინი იყვნენ პიონერები და აქტიური მონაწილეები კომერციულად წარმატებულ Electro-Jazz ჯგუფებში.

პირველი ამერიკელი მუსიკოსი, რომელმაც სათანადოდ შეაფასა Flora Purim-ის ნიჭი და შეაძლებლობები იყო Duke Pearson , რომელმაც ახალგაზრდა მომღერალი თვაის ჯგუფში მიიწვია რათა Flora-ს მონაწილეობა მიეღო მასთან ერთად Live და სტუდიურ ჩანაწერებში. Duke Pearson-თან თანამშრომლობის შემდეგ Flora Purim აუდიენცის წინაშე წარდგა Gil Evans-თAნ ართდ, სწორედ ამ პერიოდს მოიხსენიებს მომღერალი როგორც გარდამტეხ წერილს მის კარიერაში. Gil Evans-ს იგი შემდეგნაირად იხსენებს:"ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. იგი ნებას გვრთავდა და ხელს გვიწყობდა კიდეც რომ გვეკეთებინა ყველაზე წარმოუდგენელი რაღაცები... ეს ჩემთვის მართლაც რომ ახალი დასაწყისი იყო..."

საკუთარი ტალანტის წყალობით Flora-მ მალე შეიქმნა შთამბეჭდავი რეპუტაცია, გამაოგნებელი გამოსვლებით მან დაიმსახურა შემდეგი ჯაზ-გრანდების ყურადღება: Chick Corea, Stan Getz, Cannonball Adderley... ცოტა ხნის შემდეგ Flora Purim შეუდგა ისეთ ინოვაციუ Pროექტებზე მუშაობას, როგორი იყო ჯგუფი “Return To Forever” (შადაც მასთან ერთად მუშაობდნენ Chick Corea, Stanley Clarke and Joe Farrell...) ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისტორიული Fusion-ალბომები: Return to Forever” და “Light as a Feather”. მას შემდეგ რაც Chick Corea-მ კიდევ უფრო ღრმად გადაწყვიტა აეთვისებინა ის არეალი რის საშუალებასაც ელექტრო-ინოვაციები იძლეოდა Flora Purim-მა და Airto Moreira-მ საკუთარი გზა არჩიეს... (ამ დროს Airto Moreira უკვე იხვეჭდა სახელს როგორც Miles Davis-ს ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრი...)


Flora-ს პირველი სოლო ალბომი "Butterfly Dreams" გამოვიდა 1973 წელს და ამალბომის წარმატების შედეგად, მომღერალი Down Beat Magazine-ს გამოკითვის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, კატეგორიაში "საუკეთესო ჯაზ-მომღერალი". პარალელურად იგი კვლავ განაგრძობდა საინტერესო მუსიკალურ პროექტებში მონწილეობის მიღებას და თამანშრომლობდა შემდეგ მუსიკოსებთან:Carlos Santana, Hermeto Pascoal, Gil Evans, Chick Corea და Mickey Hart. მას ლომის წვლილი მიუძღვოდა ალბომების ვოკალურ გაფორმებასა და არანჟირებაში...

80წლებში Flora Purim-ისა და Airto Moreira-ს ურთიერთთანამშრომლობა კვლავ აღსდგა. მათ ერთობლივი ძალისხმევით ჩაწერეს ალბომები: “Humble People” და “The Magicians" (ორივე ალბომისთვის Flora გრემიზე იყო ნომინირებული) 19925წელს მან იმღერა გრემის პრიზიორ ალბომებში “Planet Drum” Grateful Dead-ის დრამერ Mickey Hart-თან ერთად (ნომინაცია: Best World Music Album) და the Dizzy Gillespie-სთან ერთად “United Nations Orchestra” (ნომინაცია:Best Jazz Album).

უთუოდ აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ Flora Purim, მთელი თავისი კარიერის მანძლილზე არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ყოველტვის ახლის ძიებაში იყო. ზემოაღნიშნული პერიოდის შემდეგ მან კონტრაქტი დადო ბრიტანულ ლეიბლ "B&W Music"-თან , რისი მეშვეობითაც მსმენელთა ახალი თაობის გულები დაიპყრო. Flora Purim-მა და Airto Moreira-მ მონაწილეობა მიიღეს წამყვანი ბრიტანელი Dj-ებისა და პროდიუსერების,Gilles Peterson-სა და Patrick Forge-ის, პროექტებში და ჩაწერეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე ჩანაწერები:James Taylor Quartet-თან ერთად “Supernatural Felling” და Urban SpecieსთAნ ერთად “Listen”.

დისკოგრაფია:

როგორც ლიდერი:
1973: Butterfly Dreams (Milestone Records)
1975: Stories To Tell (Milestone Records)
1976: Nothing Will Be as It Was...Tomorrow (Warner Brothers)
1976: Open Your Eyes You Can Fly (Milestone Records)
1977: Encounter (Milestone Records)
1977: 500 Miles High (live) (Milestone Records)
1978: Everyday Everynight (Warner Brothers)
1978: That's What She Said (Milestone Records)
1979: Carry On (Warner)
2001: Perpetual Emotion (Narada)

როგორც ჯგუფის წევრი:
Chick Corea and Return to Forever - Return to Forever (1972)
Chick Corea and Return to Forever - Light as a Feather (1972)
Carlos Santana - Welcome (1973)
Hermeto Pascoal - Slaves Mass (1976)
OPA - Magic Time (1977)
P.M. Dawn and Airto – Red Hot + Rio - "Non-Fiction Burning" (1996)

კრიტიკოსები კი მის მუსიკას შემდეგნაირად აფასებენ:
"Whilst this is certainly music for the head, it is the heart that responds to Flora’s extraordinary voice. Open your ears and you will fly"

ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

#2 User is offline   Live in JazZ 

  • Live in JazZ
  • ჯგუფი: Root Admin
  • პოსტები: 869
  • რეგისტრაცია: 27-January 09

Posted 28 June 2009 - 08:25 AM


_____________________________________________


_____________________________________________


ჯაზი არის ცხოვრების სტილი რომელიც,
თავისუფლების ძიებაში დაიბადა.
უსმინე ჯაზს და იყავი თავისუფალი!

Live In JazZ!
0

Share this topic:


გვერდი 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users